მანდატურები


ვინ არიან ეს მანდატურები? ჩვენ სკოლა დიდი ხნის წინ დავამთავრეთ და ახლა განსაკუთრებით გაუგებარია რა პოზიციაა ეს – მანდატური? სუპერმარკეტში , ქუჩაში და სადარბაზოშ ხშრად დამინახავს ადამიანი რომელსაც პოლიციელის ფორმის მსგავსი ფორმა ცმია. ( მართლაც ძალიან მაგრად გავს დიზაინით ) ერთადერთი განმასხვავებელი ალბათ გამოხედვაა – პოლიციის თანამშრომელთა სახეები უფრო ბოროტულია და თუ შემოგხედა უეჭველი ეჭვის თვალით გიყურებს – შენ ხომ მისთვის მაინც პოტენციური დამნაშავე ხარ!

აი ეს მანდატურები ვინ არიან? რატომ ხდება მათი გადამზადება პოლიციის აკადემიაში? რა მისია აქვთ? ტელევიზორში რამდენიმეჯერ მოვკარი თვალი სარეკლამო ვიდეო რგოლს რომელიც გახსენებს იმ ავბედით დროს , როდესაც სკოლის ტუალეტებში სიგარეტს ეწეოდნენ ( არადა რა გემიერი იყო ის თითოეული ნაფაზი) გვიჩვენებენ დერეფნებში გამართულ ხელჩართულ ჩხუბებს და ბოლოს გაღიმებულ დეიდა და ბიძია მანდატურს! ისინი კეთილი ადამიანები არიან ეხმარებიან ბავშვებს ჩანთის ტარებაში, ხანდახან კიბეზე ასვლაში და უღებენ სკოლის კარებს ( მართლაც,მანდატურების  სხვა დანიშნულებას ამ ვიდეო კლიპებში ვერ ნახახავთ)

ჩვენ ვსვამთ კითხვას ასეთი მნიშვნელოვანია მათი არსებობა სკოლებში? ასეთი აუცილებელია რომ პატრულის ფორმას ჰგავდეს მათი უნიფორმა? ისინი პოლიციის აკადემიაში უნდა გადამზადდნენ თუ სხვა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში?

ამ ვიდეობს შემთხვევით წავაწყდით. ნუთუ ასეთ ფაქტებს მანდატურები შველიან?

ვიდეო 1
ვიდეო 2

ვინ არის როსტო ? ( სატირული ჩანახატები როსტოზე)

( სატირული ჩანახატი როსტოზე)


კითხვა ალბათ რომელიც ყველა ჩვენგანს გასჩენია? ვინ არის როსტო და რა მისიითაა ის მოვლენილი ქართულ სატელევიზიო სივრცეში და ზოგადად რა როლს ასრულებს ის ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში?


დასაფიქრებელია – ხომ არ არის ის რომელიმე სპეც სამსახურის თანამშრომელი? იქნებ ჩვენი ისედაც განადგურებული სატელევიზიო შოუების ბოლომდე განადგურება აქვს ჩაფიქრებული?
იქნებ შავი ფულის გასათეთრებლად ან იქნებ მას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსასვლელად ამზადებენ? პარტია " ნაციონალ–როსტოური მოძრაობა" შესაძლებელია წარსდგეს ჩვენს წინაშე და ფული დაარიგოს მასში გაწევრიანების სანაცვლოდ.

აბა სხვაგვარად გაურკვეველია მისი ნანუკას შოუშ ლეპტოპთან უსაქმოდ ჯდომა!
გაურკვეველია მისი სექს–ბომბის იმიჯის შექმნა!
გაურკვეველია მისი კლიპეპში გადაღება და გაუთავებელი ინტერვიუები ჟურნალებში და რადიო შოუებში.



ქვემოთ მოცემულია როსტოს რამდენიმე ფოტო–ფსიქოლოგიური პორტრეტი:









   ყველაზე დაკავებული დღე როსტოს ცხოვრებიდან 

ჩაფიქრებული როსტო 



EX-lover-ი როსტო 




როსტო, ქალი და ხელი ფეხზე 





მკვლელი როსტო


ცხოველების რისხვა 




და ბოლოს...

უბრალოდ... როსტო...






DEAD END


DEAD END-ი პარალელურში


ანონიმუსის წესებში ეწერა: აქტუალური თემები. ვიფიქრე საკმაოდ ადვილი იქნებოდა ამაზე წერა, რადგან ეს სიტყვა დღეს საკმაოდ ხშირად მხვდება ჩვენს რეალობაში, თუ შეიძლება რომ ასე ვუწოდოთ ჩვენს დღევანდელ აგდილსამყოფელს. მიუხედავად ამისა, როდესაც საწერად დავჯექი აქტუალური თემების მასშტაბმა მოლოდინს გადააჭარბა და მივხვდი რომ ვერანაირად ვერ დავწვრილმანდებოდი, ვერ ამოვირჩევდი რომელი თემა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რომელ აქტუალურ მარაზმს შეიძლება ჩემი რამდენიმე გვერდი დავუთმო, ყველა თემა რაც თავში მომდიოდა, აქტუალურობის პიკში იმყოფება და გამოსავალი ვერ ვნახე, გადავწყვიტე ზოგადათ ჩამოვთვალო.  იქნებ უფრო ნათლად აისახოს ყველაზე მნიშვნელოვანი.


არაპროფესიონალიზმი, საქმის არ-სიყვარული, უსაფუძვლო ამბიცია, წარმოუდგენელი თვითკმაყოფილება, მოქალაქეობრივი შეუგნებლობა, დამახინჯებული მეგობრობა, ფულის წარმოუდგენელი სიყვარული და ამის გამო აბსოლუტური მონური დამოკიდებულება ფულიანებისადმი. გაუმიჯნაობა პროფესიული და პირადი ურთიერთობების, უცოდინრობა. სიტყვა “პატრიოტიზმის” გაუაზრებელი რახარუხი და მისი მნიშვნელობის სრული დამახინჯება. სტანდარტების უსაფუძვლო დაწესება გაუგებარი ჯგუფების თუ ამა თუ იმ ადამიანების მიერ და შემდგომ მასიურად მათი ატაცება, ასევე გაუაზრებლად. იდეის არ ქონა, როგორც მოქალაქეობრივის ასევე კრეატიულის ან ქონების შემთხვევაში მომენტალური მისი დათმობა, რაც გადადის მახინჯ პლაგიატიზმში. შინაგანი თავისუფლების დეფიციტი, გაჩუმების პრინციპი, რამოდენიმე ლარად შეფასებული ან Fashion Show-ებზე მოსაწვევის მიღების ხარჯზე. შური, პირფერობა, ტენდენციური რელიგიურობა, ესეც ასევე გაუაზრებელი, შინაგანი სამყაროს არ ქონა და ამის გამო კომუნის პრინციპით ცხოვრება. ლაპარაკის დროს კივილ წივილი და ამით სიხარულის და მხიარულების გამოხატვა. რაც ძალიან უშლის ხელს ნორმალურ საუბარს (ჩემი აზრით) ერთმანეთისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად საერთო ინტერესებისა. ამ ყველაფერზე არ ფიქრი, და ზოგადად არა ფიქრი, არაფერზე. უსაფუძვლო კრიტიკა კრიტიკის ხარჯზე.


ამიტომ ჩემს პირველ სტატიას დავარქვი DEAD END –ი. და ჩვენს ქვეყანას - პარალელური.
პარალელური იმიტომ რომ, ჩემი დაკვირვებებით და ღრმა რწმენით სამყარო, გარკვეული წესებით ვითარდება და არსებობს. თანამედროვე მეცნიერების ერთერთი თეორია ამტკიცებს რომ არსებობენ პარალელური სამყაროებიც. ისინი  ჩვენი “რეალური სამყაროსგან განსხვავებით” თავისი წესებით მოქმედებენ. საქართველო ზუსტადაც რომ იმ პარალელური სამყაროების რიცხვს მიეკუთვნება, არსებობს და ვითარდება თავისი გაუგებარი წესებით და კონონებით.აქედან გამომდინარე საკმაოდ რთულია შერწყმა და იმ რეალობის აღქმა რაშიც დღეს მთელი განვითარებული მსოფლიო იმყოფება რადგან ჩვენ ჩვენი წარმოუდგენელი თვითკმაყოფილებით მუდმივ DEAD END-ში შევდივართ.




საიტზე დაბრუნებ