კითხვები ჟურნალ ტაბულას

შეთქმულების თეორია

კითხვები ტაბულას
ტაბულაში გამოქვეყნებული სტატიის სანახავად დააჭირეთ http://www.tabula.ge/article-2902.html
რომა არა ფარდის მიღმა დარჩნილი ამოუცნობი მიზეზები ალბათ არც ეს თქვენი სტატია იარსებებდა. და რომ არა ეს თქვენი სტატია მაშინ არც ეს ჩვენი სტატია შეიქმნებოდა.
 
ეს რაზეც თქვენ ასე მსუბუქად წერთ სინამდვილეში მრავალი ძალიან სერიოზული კვლევის საგანია. სტატია ბევრად უფრო მომხიბვლელი იქნედა თუ მისის შინაარსი საწყისშივე თქვენი სუბიექტური აზრის დემონსტრირებას შეითავსებდა. თუმცა ამის მაგივრად 3 გვერდი „აპრიორული“ პედაგოგიზმის ტიპიურ გამოვლინებას დაუთმეთ!
თითოეული აბზაცი ზოგჯერ ბოროტული მითითებით იწყება და ფარული ცინიზმით სრულდება. 
თქვენ ალბათ დაგავიწყდათ რომ ასეთ თემაზე დაწერილი სტატია თქვენი აზრია და არა უდავო ფაქტი, რომელიც ეჭვის გამოთქმის საშუალებას არ გიტოვებს. სწორედ ასეთი განცდით დავასრულეთ ჩვენ მისი კითხვა, თითქოს თქვენ პროფესიონალი ექპერტი ხართ შეთქმულების თეორიიასა და მასონთა მიმართ არსებული ეჭვების გაქარწყლების სფეროში.
თითქოს ზუსტად იცით, რომ სტატიაში მოყვანილი თითოეული ფაქტი ისე არ არის როგორც უმრავლესობას ჰგონია.
მაშინ ჩვენ გვაქვს კითხვები რომლებზეც ვითხოვთ ასეთივე „დარწმუნებულ“ პასუხებს“ –
რის მიხედვით ამტკიცებთ რომ:
1.      ჭვი 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ მცდარია და ის ბუშის ადმინისტრაციის მოწყობილი არ არის?
2.      რა იცით რომ შიდსის ვირუსი ( და მასთან ერთად სხვა ტიპის ვირუსები) ხელოვნურად არ არის შექმნილი.
3.      გაქვთ დასაბუთებული ინფორმაცია, რომ უცხოპლანეტელები მართლა არ არსებობენ?
4.      პირადად თქვენ ესწრებოდით თუ არა შევარდნაძისა და სააკაშვილის მოპალარაკებებ?ან იცით თუ არა რომ  რევოლუციის „დადგმის“ ფარული მოლაპარაკებები მათშორის არ გამართულა?
5.      გაქვთ თუ არა პასუხი რატომ შიმშილობს აფრიკის კონტინენტის 23 ქვეყანა?
6.      რა მასალებზე დაყრდნობით აცხადებთ რომ ომები და ეპიდემიები 3–4 კაცის გადაწყვეტილებით არ დაწყებულა ან/და არ დაიწყება?
7.      რომელ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობით როცა აცხადებთ რომ შეთქმულების თეორიის ეჭვისთვის „ნოყიერ ნიადაგს“ ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნების საზოგადაებები წარმოადგენს?
ქალბატონო ნინო – ამ თემების ყველაზე მეტი მკვლევარი დასავლეთ ევროპელი და ამერიკელია! წიგნები ამ თემის შინაარსით მილიონობით იყიდება და როგორც მიხვდით ჩვენი ქვეყნის წიგნის მაღაზიებს არ ვგულისხმობ...
ველით თქვენს პასუხებს...
პატივისცემით,
Georgian Anonymous!

No comments:

Post a Comment