მანდატურები


ვინ არიან ეს მანდატურები? ჩვენ სკოლა დიდი ხნის წინ დავამთავრეთ და ახლა განსაკუთრებით გაუგებარია რა პოზიციაა ეს – მანდატური? სუპერმარკეტში , ქუჩაში და სადარბაზოშ ხშრად დამინახავს ადამიანი რომელსაც პოლიციელის ფორმის მსგავსი ფორმა ცმია. ( მართლაც ძალიან მაგრად გავს დიზაინით ) ერთადერთი განმასხვავებელი ალბათ გამოხედვაა – პოლიციის თანამშრომელთა სახეები უფრო ბოროტულია და თუ შემოგხედა უეჭველი ეჭვის თვალით გიყურებს – შენ ხომ მისთვის მაინც პოტენციური დამნაშავე ხარ!

აი ეს მანდატურები ვინ არიან? რატომ ხდება მათი გადამზადება პოლიციის აკადემიაში? რა მისია აქვთ? ტელევიზორში რამდენიმეჯერ მოვკარი თვალი სარეკლამო ვიდეო რგოლს რომელიც გახსენებს იმ ავბედით დროს , როდესაც სკოლის ტუალეტებში სიგარეტს ეწეოდნენ ( არადა რა გემიერი იყო ის თითოეული ნაფაზი) გვიჩვენებენ დერეფნებში გამართულ ხელჩართულ ჩხუბებს და ბოლოს გაღიმებულ დეიდა და ბიძია მანდატურს! ისინი კეთილი ადამიანები არიან ეხმარებიან ბავშვებს ჩანთის ტარებაში, ხანდახან კიბეზე ასვლაში და უღებენ სკოლის კარებს ( მართლაც,მანდატურების  სხვა დანიშნულებას ამ ვიდეო კლიპებში ვერ ნახახავთ)

ჩვენ ვსვამთ კითხვას ასეთი მნიშვნელოვანია მათი არსებობა სკოლებში? ასეთი აუცილებელია რომ პატრულის ფორმას ჰგავდეს მათი უნიფორმა? ისინი პოლიციის აკადემიაში უნდა გადამზადდნენ თუ სხვა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში?

ამ ვიდეობს შემთხვევით წავაწყდით. ნუთუ ასეთ ფაქტებს მანდატურები შველიან?

ვიდეო 1
ვიდეო 2

No comments:

Post a Comment