მანდატურები


ვინ არიან ეს მანდატურები? ჩვენ სკოლა დიდი ხნის წინ დავამთავრეთ და ახლა განსაკუთრებით გაუგებარია რა პოზიციაა ეს – მანდატური? სუპერმარკეტში , ქუჩაში და სადარბაზოშ ხშრად დამინახავს ადამიანი რომელსაც პოლიციელის ფორმის მსგავსი ფორმა ცმია. ( მართლაც ძალიან მაგრად გავს დიზაინით ) ერთადერთი განმასხვავებელი ალბათ გამოხედვაა – პოლიციის თანამშრომელთა სახეები უფრო ბოროტულია და თუ შემოგხედა უეჭველი ეჭვის თვალით გიყურებს – შენ ხომ მისთვის მაინც პოტენციური დამნაშავე ხარ!

აი ეს მანდატურები ვინ არიან? რატომ ხდება მათი გადამზადება პოლიციის აკადემიაში? რა მისია აქვთ? ტელევიზორში რამდენიმეჯერ მოვკარი თვალი სარეკლამო ვიდეო რგოლს რომელიც გახსენებს იმ ავბედით დროს , როდესაც სკოლის ტუალეტებში სიგარეტს ეწეოდნენ ( არადა რა გემიერი იყო ის თითოეული ნაფაზი) გვიჩვენებენ დერეფნებში გამართულ ხელჩართულ ჩხუბებს და ბოლოს გაღიმებულ დეიდა და ბიძია მანდატურს! ისინი კეთილი ადამიანები არიან ეხმარებიან ბავშვებს ჩანთის ტარებაში, ხანდახან კიბეზე ასვლაში და უღებენ სკოლის კარებს ( მართლაც,მანდატურების  სხვა დანიშნულებას ამ ვიდეო კლიპებში ვერ ნახახავთ)

ჩვენ ვსვამთ კითხვას ასეთი მნიშვნელოვანია მათი არსებობა სკოლებში? ასეთი აუცილებელია რომ პატრულის ფორმას ჰგავდეს მათი უნიფორმა? ისინი პოლიციის აკადემიაში უნდა გადამზადდნენ თუ სხვა სპეციალიზირებულ დაწესებულებაში?

ამ ვიდეობს შემთხვევით წავაწყდით. ნუთუ ასეთ ფაქტებს მანდატურები შველიან?

ვიდეო 1
ვიდეო 2

ვინ არის როსტო ? ( სატირული ჩანახატები როსტოზე)

( სატირული ჩანახატი როსტოზე)


კითხვა ალბათ რომელიც ყველა ჩვენგანს გასჩენია? ვინ არის როსტო და რა მისიითაა ის მოვლენილი ქართულ სატელევიზიო სივრცეში და ზოგადად რა როლს ასრულებს ის ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში?


დასაფიქრებელია – ხომ არ არის ის რომელიმე სპეც სამსახურის თანამშრომელი? იქნებ ჩვენი ისედაც განადგურებული სატელევიზიო შოუების ბოლომდე განადგურება აქვს ჩაფიქრებული?
იქნებ შავი ფულის გასათეთრებლად ან იქნებ მას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსასვლელად ამზადებენ? პარტია " ნაციონალ–როსტოური მოძრაობა" შესაძლებელია წარსდგეს ჩვენს წინაშე და ფული დაარიგოს მასში გაწევრიანების სანაცვლოდ.

აბა სხვაგვარად გაურკვეველია მისი ნანუკას შოუშ ლეპტოპთან უსაქმოდ ჯდომა!
გაურკვეველია მისი სექს–ბომბის იმიჯის შექმნა!
გაურკვეველია მისი კლიპეპში გადაღება და გაუთავებელი ინტერვიუები ჟურნალებში და რადიო შოუებში.



ქვემოთ მოცემულია როსტოს რამდენიმე ფოტო–ფსიქოლოგიური პორტრეტი:









   ყველაზე დაკავებული დღე როსტოს ცხოვრებიდან 

ჩაფიქრებული როსტო 



EX-lover-ი როსტო 




როსტო, ქალი და ხელი ფეხზე 





მკვლელი როსტო


ცხოველების რისხვა 




და ბოლოს...

უბრალოდ... როსტო...






DEAD END


DEAD END-ი პარალელურში


ანონიმუსის წესებში ეწერა: აქტუალური თემები. ვიფიქრე საკმაოდ ადვილი იქნებოდა ამაზე წერა, რადგან ეს სიტყვა დღეს საკმაოდ ხშირად მხვდება ჩვენს რეალობაში, თუ შეიძლება რომ ასე ვუწოდოთ ჩვენს დღევანდელ აგდილსამყოფელს. მიუხედავად ამისა, როდესაც საწერად დავჯექი აქტუალური თემების მასშტაბმა მოლოდინს გადააჭარბა და მივხვდი რომ ვერანაირად ვერ დავწვრილმანდებოდი, ვერ ამოვირჩევდი რომელი თემა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რომელ აქტუალურ მარაზმს შეიძლება ჩემი რამდენიმე გვერდი დავუთმო, ყველა თემა რაც თავში მომდიოდა, აქტუალურობის პიკში იმყოფება და გამოსავალი ვერ ვნახე, გადავწყვიტე ზოგადათ ჩამოვთვალო.  იქნებ უფრო ნათლად აისახოს ყველაზე მნიშვნელოვანი.


არაპროფესიონალიზმი, საქმის არ-სიყვარული, უსაფუძვლო ამბიცია, წარმოუდგენელი თვითკმაყოფილება, მოქალაქეობრივი შეუგნებლობა, დამახინჯებული მეგობრობა, ფულის წარმოუდგენელი სიყვარული და ამის გამო აბსოლუტური მონური დამოკიდებულება ფულიანებისადმი. გაუმიჯნაობა პროფესიული და პირადი ურთიერთობების, უცოდინრობა. სიტყვა “პატრიოტიზმის” გაუაზრებელი რახარუხი და მისი მნიშვნელობის სრული დამახინჯება. სტანდარტების უსაფუძვლო დაწესება გაუგებარი ჯგუფების თუ ამა თუ იმ ადამიანების მიერ და შემდგომ მასიურად მათი ატაცება, ასევე გაუაზრებლად. იდეის არ ქონა, როგორც მოქალაქეობრივის ასევე კრეატიულის ან ქონების შემთხვევაში მომენტალური მისი დათმობა, რაც გადადის მახინჯ პლაგიატიზმში. შინაგანი თავისუფლების დეფიციტი, გაჩუმების პრინციპი, რამოდენიმე ლარად შეფასებული ან Fashion Show-ებზე მოსაწვევის მიღების ხარჯზე. შური, პირფერობა, ტენდენციური რელიგიურობა, ესეც ასევე გაუაზრებელი, შინაგანი სამყაროს არ ქონა და ამის გამო კომუნის პრინციპით ცხოვრება. ლაპარაკის დროს კივილ წივილი და ამით სიხარულის და მხიარულების გამოხატვა. რაც ძალიან უშლის ხელს ნორმალურ საუბარს (ჩემი აზრით) ერთმანეთისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად საერთო ინტერესებისა. ამ ყველაფერზე არ ფიქრი, და ზოგადად არა ფიქრი, არაფერზე. უსაფუძვლო კრიტიკა კრიტიკის ხარჯზე.


ამიტომ ჩემს პირველ სტატიას დავარქვი DEAD END –ი. და ჩვენს ქვეყანას - პარალელური.
პარალელური იმიტომ რომ, ჩემი დაკვირვებებით და ღრმა რწმენით სამყარო, გარკვეული წესებით ვითარდება და არსებობს. თანამედროვე მეცნიერების ერთერთი თეორია ამტკიცებს რომ არსებობენ პარალელური სამყაროებიც. ისინი  ჩვენი “რეალური სამყაროსგან განსხვავებით” თავისი წესებით მოქმედებენ. საქართველო ზუსტადაც რომ იმ პარალელური სამყაროების რიცხვს მიეკუთვნება, არსებობს და ვითარდება თავისი გაუგებარი წესებით და კონონებით.აქედან გამომდინარე საკმაოდ რთულია შერწყმა და იმ რეალობის აღქმა რაშიც დღეს მთელი განვითარებული მსოფლიო იმყოფება რადგან ჩვენ ჩვენი წარმოუდგენელი თვითკმაყოფილებით მუდმივ DEAD END-ში შევდივართ.




საიტზე დაბრუნებ

გაშიფრული კოდი

კოდი გაიშფრა!!!


   
ქართულ ტელესივრცეში პირველი მცდელობა შეექმნათ ექტრემალური ტელე–შოუ კრახით რომ დასრულდებოდა ყველამ უკვე იმ წუთიდან ვიცოდით რაც საეთერო დრო რუსთავი2–მა , ამ შოუსათვის პრაიმ ტაიმში „ვერ“ გამონახა და საღამოს 6 თუ 7 საათზე ჩააკვეხა. იმ დროს როცა სკანდალურ–რეალითური შოუს ადგილი საერთოდ არ არის. ამ დროს ტელევიზორს არავინ უყურებს შესაბამისად პროექტმა ვერ მოიპოვა ის სტატუსი და პოპულარობა რომელიც ალბათ ამ შოუს შემქნელებს ჰქონდათ განზრახული. თუმცა ახლა ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებთ.
საქმე უფრო მნიშვნელოვან და ოდნავ სკანდალურ ფაქტს ეხება! მოემზადეთ!
როგორც ყველამ გავიგეთ პროექტის მიმდინარეობის დროს ლალი მოროშკინას მყუდროს, გიორგი –––  და ნუკის შორის სასიყვარულო ქსელი გაება. უფრო სწორედ რომ ვთქვათ ლალი მყუდროს დანებდა , ნუკი კიდევ გიორგიმ მოხიბლა.
ეს ყველამ ( ჩვენ და არა მაყურებელმა)  მაშინვე ვიცოდით , სანამ პროექტი ეთერში გავიდოდა, და მერე მგონი გაზეთში დაიწერა, თუმცა ყველამ ყველაფერი რა თქმა უნდა უარყო. კარგით რა , გადასაღებ მოედანზე 1000 კაცი იყო, ყველა ყველაფერს ხედავდა. ისიც ვიცით როგორ ეხვეწებოდა შოუს რეჟისორს და გადამღებ ჯგუფს გიორგი არ დამყუპოთ ჩემი და ნუკის კადრები არ გაიუშვათ ცოლი მყავს და ...
ეჰ გიორგი... გიორგი!

ასეთი თხოვნა ლალის და მყუდროს არ ჰქონიათ. ლალი სექსუალურად ამბიციური ქალის ტიპაჟს არ ღალატობს და თანაც სექსულურ თავისუფლებას ქადაგებს, მყუდროც თითქოს ეგ ტიპია! თავისუფალი! არაფერი არ გვიტყდებაო. ამიტომ ზასაობის და , და ქერაობის სცენებზე პრობლემა არ ჰქნონიათ. მაგრამ გადამღებმა ჯგუფმა მაყურებლი მაინც დაიცვა ზე–ინტიმური სცენების ნახვისაგან,  კიდევ კარგი არამგონია დიდი სიამოვნებით გვეცქირა ტიტველი მაროშკინასა და ბალნიანი მყუდროს სექსისთვის! აქვე ისიც უნდა ვთქვათ რომ გიორგის ფარული და ჩუმ ფლირტაობას ალბათ ლალის და მყუდროს ურთიოერთობა  ჯობია.
ახლა კი მთავარი!
პროექტის დასკვნითი ნაწილის გადაღება სადაც გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო 5 დღის წინ გადაიღეს ბათუმში. ეს მონაწილეები დაახლოებით 17 დეკემბერს ბათუმში ჩაიყვანეს. აღმოჩნდა რომ სანამ გადამღები ჯგუფი თამაში დასკვნითი ნაწილისათვის location-ებს აწყობდა, და სანამ მონაწილეები 3 დღიანი თავისუფალი დროით ტკბებოდნენ, ლალი მოროშკინა წინასწარ ეცნობოდა ყველა თამშის ადგილს და დაბრკოლებას. რუსთავი 2 –ის ხელმძღვანელობამ იმის გამო რომ მოროშკინამ მთელი წინა სერიების დროს თავი ყველაზე მეტად გამოიჩინა, და როგორც თვითონ პირად საუბრებში ამბობენ სწორედ ლალიმ დადგა , თუ შექმან შოუ ამიტომ გადაწყვიტეს რომ გამარჯვებულიც ლალი უნდა იყოს, გამარჯვება კი 25 000 ლარს ნიშნავს და კიდევ სმს გამარჯვება – პარიზის საგზურს.
მოკლედ ამ გოიმურმა ტელევიზიამ ეგრე გადაწყვიტა რომ ლალის ჩაუწყონ და გაუნაღდონ მოგება! ხოლო დანარჩენი მონაწილეები უბრალოდ ისე ათამშონ , ათამაშონ შოუს გამო, აბა რას ეტყოდნენ თქვენ ტყუილად ითამაშებს , ტყუილად დაიხარჯებით მაინც ლალი იგებს პროექტსო?
თუმცა როცა თამაში დაიწყო ამაში ყველა დარწმუნდა! ( ფინალურ სერიას ჩვენ ყველა 30 დეკემბერს ვნახავთ)
დაიმახსოვრეთ ეს პოსტი  – აღმიოჩნდა რომ კატერები სხვადასხვა ძალის ყოფილა. ამ კატერებით მონაწილეები გემამდე უნდა მისულიყვნენ სადაც კოდი იყო დამალულუ. სხვადასხვა ჯგუფები რომელმებიც 15 წუთით უსწრებდნენ  მაროშკინას, უცბად მაროშკინა თავისი კატერით 2 წუთში დაეწია. ( კატერების სიმძლავრე სხვადასხვა ყოფილა!)
გემზე მისულები მაროშკინა ერთი კოდის ნაცვლად რამდენიმნე იღებდა ( ამ დეტალებშ მას მერე გაერკვევით რაც საბოლოო სერიას ნახავთ)
მყუდროს უგინებია მაროშკინასთვის! : ))) ჰაჰჰა! მაგრამ ეხლა ამას რაღა აზრი აქვს დღეს 25 დეკემბერ ჩვენ – თქვენ ჩვენო მკითხველო გეუბნებით რომ პროექტი ჩაწყობილი აღმოჩნდა! უკვე ვიცით რომ მაროშკინამ მოიგო და წინასწარ იმასასც გეტყვით რომ სავარაუდოთ სმს ლიდერიც ეს ქალი აღმოჩნდება!
გავიგეთ რომ მონაწილეთა ნაწილი რუსთავი 2 ის ხელმძღვანელობას შეხვდა გუშინ. გამწარებულები არიან. იდეის ავტორსა და რეჟისორსაც იგივე აზრი აქვს! არ ელოდა გოიმური არხის გოიმი თანამშრომლების ესეთ გოიმურ გადაწყვეტილებას რომ 2010 წელს დამოუკიდებელი ტელევიზია რელითი შოუს ჩააწყობდა და გამარჯვებულად იმას დაასახელებდა ვინც მას მოუნდებოდა! ( თან ესეთი არა სამართლიანი და ძალიან ღია ფორმებით)
წერლის ვწერთ იმიტომ რომ ამ ხალხმა ( ჩამწყობებმა და ამ ჩაწყობის ობიექტებმა) იცოდნენ რომ ათასი თავლი უყურებს და ათასი ყური უსმენს! იცოდნენ რომ ჩვენ არ გვძინავს და ეგეთ სისულეებს ვერ გვაჭმევენ! ჩვენ განვიტარებული საზოგადოების ნაწილი ყოველთვის ამ განვიტარების სადარაჯოზე ვდგავართ და ვიდგებით! თქვენ კი გოიმური ტელევიზიის კეთების გარდა კანონდარღვევების კეთებასასც თუ შეეშვებით ამოვისუნთქებთ!
პატივისცემით,

კითხვები ჟურნალ ტაბულას

შეთქმულების თეორია

კითხვები ტაბულას
ტაბულაში გამოქვეყნებული სტატიის სანახავად დააჭირეთ http://www.tabula.ge/article-2902.html
რომა არა ფარდის მიღმა დარჩნილი ამოუცნობი მიზეზები ალბათ არც ეს თქვენი სტატია იარსებებდა. და რომ არა ეს თქვენი სტატია მაშინ არც ეს ჩვენი სტატია შეიქმნებოდა.
 
ეს რაზეც თქვენ ასე მსუბუქად წერთ სინამდვილეში მრავალი ძალიან სერიოზული კვლევის საგანია. სტატია ბევრად უფრო მომხიბვლელი იქნედა თუ მისის შინაარსი საწყისშივე თქვენი სუბიექტური აზრის დემონსტრირებას შეითავსებდა. თუმცა ამის მაგივრად 3 გვერდი „აპრიორული“ პედაგოგიზმის ტიპიურ გამოვლინებას დაუთმეთ!
თითოეული აბზაცი ზოგჯერ ბოროტული მითითებით იწყება და ფარული ცინიზმით სრულდება. 
თქვენ ალბათ დაგავიწყდათ რომ ასეთ თემაზე დაწერილი სტატია თქვენი აზრია და არა უდავო ფაქტი, რომელიც ეჭვის გამოთქმის საშუალებას არ გიტოვებს. სწორედ ასეთი განცდით დავასრულეთ ჩვენ მისი კითხვა, თითქოს თქვენ პროფესიონალი ექპერტი ხართ შეთქმულების თეორიიასა და მასონთა მიმართ არსებული ეჭვების გაქარწყლების სფეროში.
თითქოს ზუსტად იცით, რომ სტატიაში მოყვანილი თითოეული ფაქტი ისე არ არის როგორც უმრავლესობას ჰგონია.
მაშინ ჩვენ გვაქვს კითხვები რომლებზეც ვითხოვთ ასეთივე „დარწმუნებულ“ პასუხებს“ –
რის მიხედვით ამტკიცებთ რომ:
1.      ჭვი 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ მცდარია და ის ბუშის ადმინისტრაციის მოწყობილი არ არის?
2.      რა იცით რომ შიდსის ვირუსი ( და მასთან ერთად სხვა ტიპის ვირუსები) ხელოვნურად არ არის შექმნილი.
3.      გაქვთ დასაბუთებული ინფორმაცია, რომ უცხოპლანეტელები მართლა არ არსებობენ?
4.      პირადად თქვენ ესწრებოდით თუ არა შევარდნაძისა და სააკაშვილის მოპალარაკებებ?ან იცით თუ არა რომ  რევოლუციის „დადგმის“ ფარული მოლაპარაკებები მათშორის არ გამართულა?
5.      გაქვთ თუ არა პასუხი რატომ შიმშილობს აფრიკის კონტინენტის 23 ქვეყანა?
6.      რა მასალებზე დაყრდნობით აცხადებთ რომ ომები და ეპიდემიები 3–4 კაცის გადაწყვეტილებით არ დაწყებულა ან/და არ დაიწყება?
7.      რომელ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობით როცა აცხადებთ რომ შეთქმულების თეორიის ეჭვისთვის „ნოყიერ ნიადაგს“ ავტორიტარული რეჟიმის ქვეყნების საზოგადაებები წარმოადგენს?
ქალბატონო ნინო – ამ თემების ყველაზე მეტი მკვლევარი დასავლეთ ევროპელი და ამერიკელია! წიგნები ამ თემის შინაარსით მილიონობით იყიდება და როგორც მიხვდით ჩვენი ქვეყნის წიგნის მაღაზიებს არ ვგულისხმობ...
ველით თქვენს პასუხებს...
პატივისცემით,
Georgian Anonymous!